ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა შეეხება ფაკულტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, დასახულ მიზნებს და ამოცანებს, ფაკულტეტზე არსებული აკადემიური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით ფაკულტეტის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებს.
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედებს რამდენიმე კვლევითი ცენტრი: სოციალური კვლევის ცენტრი, ევროპული კვლევების ცენტრი, საჯარო მმართველობის პრობლემების კვლევის ცენტრი, კრიმინალისტიკის კაბინეტ-ლაბორატორია. ასევე ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა და ფსიქოლოგიური კლინიკა, რომელთა საქმიანობა პირდაპირპროპორციულად აისახება სალექციო-სააუდიტორიო მუშაობაზე და სტუდენტების კვლევით საქმიანობაზე, ასევე ერთიანდება და თავმოყრილია სასწავლო კურსებში.
შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია გააზრებული იქნას არსებული მდგომარეობა და განისაზღვროს ის ინდიკატორები, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნილების პრინციპებიდან გამომდინარე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრების მომზადებას.
ძლიერი მხარეები:
- საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მაღალრეიტინგულობა;
- საგანმანათლებლო პროგრამის ფინანსური კონკურენტუნარიანობა და რენტაბელობა;
- კურსდამთავრებულთა დასაქმების კარგი მაჩვენებელი;
- დინამიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო სექტორთან;
- სასწავლო საგანმანათლებლო პროცესში პრაქტიკოს მუშაკთა ჩართულობა;
- ადგილობრივი კადრების მოზიდვის პერსპექტიულობა;
- თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ყურადღების გამახვილება პრაქტიკულ სწავლებაზე და ამ მიზნით: საგანმანათლებლო პროგრამებში სასწავლო პრაქტიკის არსებობა; იურიდიული კლინიკის არსებობა; ფსიქოლოგიური კლინიკის არსებობა; კრიმინალისტიკის კაბინეტ-ლაბორატორიის არსებობა; საიმიტაციო სასამართლო დარბაზის არსებობა.
სუსტი მხარეები:
- დარგობრივი განვითარების ხელშეწყობის საუნივერსიტეტო მექანიზმის არ არსებობა.
- უმაღლესი იურიდიული განათლების, როგორც უნივერსიტეტისათვის ახალი მიმართულებების დამკვიდრებასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული თანმდევი სიძნელეები;
- სწავლების პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების არასაკმარისი გამოყენება ;
- ინგლისურენოვანი აკადემიური პერსონალის ნაკლებობა, რაც აფერხებს უცხოენოვანი პროგრამების/სასწავლო კურსების შექმნას;
- უცხოელი სტუდენტების არ არსებობა;
- არ წარმოებს კურსდამთავრებულთა ერთიანი რეესტრი, რომლებიც ცნობადი სახეები არიან და ნაკლები ეფექტურობით გამოიყურება ფაკულტეტის პოპულარიზაციის მიზნით;
- სამეცნიერო აქტიობის დაბალი მაჩვენებელი (დარგობრივი საუნივერისტეტო გამოცემის არ არსებობა, გამომცემლობებთან კავშირების სისუსტე, გამონაკლისია ცალკეული პირებს მიერ დამყარებული პირადი კავშირები).
ფაკულტეტის ძლიერი მხარეების გამყარებისა და სუსტი მხარეების გამოსწორებისათვის მიზანშეწონილია ამოქმედდეს და გამოყენებული იქნას შემდეგი შესაძლებლობები:
- ფაკულტეტის პოპულარიზაცია და მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მოზიდვა;
- არსებული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფა და ახალი, მათ შორის უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა;
- სასწავლო- მეთოდური საქმიანობის გააქტიურება;
- ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაზრდა:
- მორიგი აკრედიტაციის მოპოვება მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე;
- უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე ზრუნვა;
- ფაკულტეტის ბიუჯეტის გაზრდის მიზნით მოკლევადიანი საგანმანათლებლო კურსების შექმნა და იურიდიული მომსახურების სხვა სერვისების დანერგვა;
- საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან თანამშრომლობის გააქტიურება;
- ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა;
- საგანმანათლებლო პროგრამების ცნობადობის გაზრდა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულ სერვისებზე მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობა;
- კავშირების გააქტიურება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან;
- ფაკულტეტის განვითარებაში კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა და ბაზრის ახალ სეგმენტებზე ორიენტირება;
- საჯარო და ღია დარგობრივი ღონისძიებების ინტენსივობის ზრდა.
მოსალოდნელი საფრთხეები
- საუნივერსიტეტო რეგულაციების ხარვეზები და ცვალებადობა;
- კვალიფიციურ აკადემიურ პერსონალზე მზარდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე და დასაქმებულ პირთა გადინება;
- რეგიონში ახალი აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ზრდა და კონკურენციის გაძლიერება;
- ფინანსური რესურსების დეფიციტი და არამდგრადობა;
- ქართულენოვანი აღიარებული (რეფერირებადი, რეცენზირებადი) აკადემიური გამოცემების დეფიციტი;
- პროცედურული ბარიერები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
უკან |