INTEGRITY - აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

სამუშაო შეხვედრა ვენის უნივერსიტეტში

სურათი

Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ ფარგლებში 2018 წლის 12-16 თებერვალს ვენის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიებაში საქართველოს 12 უნივერსიტეტის და მათ შორის ბსუ-ს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ პროექტის ევროპელი პარტნიორები როეჰემპტონის (ინგლისი), უფსალას (შვედეთი), ვენისა (ავსტრია) და დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტებიდან. კონსორციუმის წევრების გაეცნენ პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხებს და ჩაუტარდათ   ტრენინგები თემებზე: PR კამპანია, მასწავლებელთა გადამზადება, ტექნიკური სერვისები სტუდენტებისთვის, აკადემიური წერის კურიკულუმი და სწავლება, საუნივერსიტეტო პოლიტიკა პლაგიატიზმის დეტექციისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა