INTEGRITY - აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

პროექტის INTEGRITY-ის ფარგლებში ტრენერთა გადამზადების კურსი ჩატარდა

სურათი

ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  (INTEGRITY)“ ფარგლებში 2018 წლის 14-17 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტრენერთა გადამზადების კურსსა და სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური წერის სწავლებასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს: თანამედროვე სწავლების მეთოდები, სწავლების პროცესში გამოყენებული ან გამოსაყენებელი აქტივობები, შეფასების სისტემა, აკადემიური კურსის მიზნები.

სემინარზე ყურადღება გამახვილდა ასევე სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სერვისებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა