INTEGRITY - აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

ERASMUS+ საგრანტო პროექტის INTEGRITY კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: ნანა მაკარაძემ, ამირან შარაძემ და ნინო მიქელაძემ Erasmus+ CBHE-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (Academic Integrity for Quality Teaching and Learning  in Higher Education Institutions in Georgia – INTEGRITY) ფარგლებში 31 ოქტომბერს -1 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონსორციუმის მესამე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტში საქართველოდან ჩართული 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპელმა პარტნიორებმა როეჰემპტონის (ინგლისი), უფსალას (შვედეთი), ვენის (ავსტრია) და დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტებიდან. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, ორგანიზაციული და ფინანსური საკითხები და შეთანხმდნენ პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა