ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრში სამეწარმეო დღე ჩატარდა. შეხვედრაზე სტუდენტებმა, ERASMUS+-ის საგრანტო პროგრამის Innocens-ის მონაწილეებმა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის ეგიდით დაგეგმილი ღონისძიებები, სამომავლო გეგმები, მეწარმეობისა და ინოვაციების თანამედროვე საკითხები. სამეწარმეო დღის მონაწილეები გაეცნენ სტარტაპის პრაქტიკულ მაგალითებს, ინოვაციების შეფასების თანამედროვე სისტემებს, კომპანიების შექმნისა და საავტორო უფლებების იურიდიული საკითხებს. კომპანიების წარმომადგენლებმა სტუდენტებს წარუდგინეს ასევე სამეწარმეო საქმიანობის წარმატებული მაგალითები.
უკან |