
ვალენსიის (ესპანეთი) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა იზრაელ გრიოლ ბარესმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ინოვაციები საინჟინრო და სამეწარმეო საქმიანობაში“. მომხსენებელმა ბსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო საინჟინრო და სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებული ინოვაციური მიდგომების სახეები და მნიშვნელობა, მაგალითების სახით განიხილა წარმატებულ სტარტაპებსა და კომპანიებში დანერგილი ინოვაციური ტექნოლოგიები და მათი შედეგები.
ლექცია ჩატარდაბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ორგანიზებითა და ERASMUS+ -ის „Inno CENS Project“ (Enhacing Innovation Competences and Entrepreneuria lSkills in Engineering Education ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში)საგრანტო პროექტის ხელშეწყობით.
უკან |