ინოვაციების ცენტრი - InnoCENS

ბსუ-ში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის - „InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს  საინჟინრო სწავლებაში თანამედროვე სამეწარმეო მიდგომების დანერგვას, ინოვაციური კომპეტენციების განვითარებას, სტარტაპებისა და სპინოფების ჩამოყალიბებას. ინოვაციური ცენტრი პროფესორ- მასწავლებლებთან ერთად, გახსნა ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიზნეს მენეჯერმა  იზრაელ გრიოლ ბარესმა.

ინოვაციების ცენტრში შეისწავლება:

  • გუნდის ჩამოყალიბებისა და მოვალეობების გადანაწილების თანამედროვე პრინციპები;
  • მენტორობის განხორციელების ფორმები;
  • თანამედროვე სამეწარმეო მიდგომები საინჟინრო სწავლებაში;
  • ინოვაციური კომპეტენციების განვითარების ხერხები;
  • სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციების დანერგვის საკითხები;
  • ინოვაციური იდეებისა და პროექტების დაფინანსების წყაროების მოძიების საშუალებები;
  • სტარტაპებისა და სპინოფების ჩამოყალიბება.

ინოვაციების ცენტრში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • კვლევითი ინკუბატორების მუშაობის ძირითადი პრინციპების გამოყენებით სამუშაო ჯგუფების ფორმირება;
  • ჯგუფში მუშაობის წარმართვა ინოვაციური პედაგოგიკის ძირითადი პრინციპების გამოყენებით;
  • FINCODA-ს კომპიუტერული სისტემის - „ფინკოდა ბარომეტრით“ განვითარდება და შეფასდება ინოვაციური კომპეტენციები;
  • კომპიუტერული სისტემის - HEINNOVATIVE-ის გამოყენებით შეისწავლება და შეფასდება საგანმანათლებლო პროგრამის, სასწვლო ჯგუფებისა და სხვა ინსტიტუციების ინოვაციური პოტენციალი;
  • ინოვაციური პედაგოგიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით მომზადებული სილაბუსების (მეწარმეობა ინჟინრებისათვის, ინოვაციური სისტემები) მიხედვით ჩატარდება ლექციები.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა