15 - 22 აპრილს პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ჩავლეშვილმა, პროფესორმა ადამ მახარაძემ და ფაბლაბ ლაბორატორიის ხელმძღვანელი თამაზ ჩხარტიშვილმა „Erasmus+“-ის„InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეოუნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) საგრანტო პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთში, ტარაზის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაში. პროექტის მონაწილეებმა ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
ინოვაციური კომპეტენციების განვითარება და შეფასება, ტრანვერსალური კომპეტენციები და ინოვაციებზე ორიენტირებული კურიკულუმის შედგენა.
ბსუ-ს წარმომადგენლებმა მოხსენება წაიკითხეს თემაზე: „სამოქმედო გეგმა ახალი სასწავლო კურსებისა და ინოვაციების ცენტრის მომზადებასთან დაკავშირებით“.
ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეები გაეცნენ ტარაზის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის მუშაობის ძირითად პრინციპებს. სამაგისტრო პროგრამებისათვის მომზადდა სილაბუსები - ინოვაციური სისტემები და მეწარმეობა ინჟინერიისათვის. ასევე შეადგინეს სწავლა და სწავლების მეთოდების მატრიცა, რომელიც ფოკუსირებულია ინოვაციური კომპეტენციების შემცველ სწავლის შედეგებზე.
უკან |