MOVEx - ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის შემუშავება

პროექტის მიზნები

  1. ევროკავშირის ქვეყნებში არსებული გამოცდილების შესწავლა „ვირტუალური გაცვლითი პროგრამების“ მიმართულებით.
  2. ევროკავშირის ქვეყნების წევრი უნივერსიტეტების მიერ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების (შემდგომში ტრენერების) გადამზადება;
  3. პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტების მასწავლებლები, რომლებიც გადამზადდნენ ევროკავშირის უნივერსიტეტებში ერთობლივად შეიმუშავებენ  მოწინავე სასწავლო პროგრამას - „ვირტუალური გაცვლითი პროექტის განვითარება, მისი მეთოდოლოგიური და ტექნიკური მხარდაჭერა“ (6 ECTS  კრედიტი), რომელიც შედგება 5 მოდულისგან:
    • მოდული „ინტერკულტურული კომპეტენციები“
    • მოდული „წარმატებული ადაპტაცია უცხოურ კულტურასთან“
    • მოდული „უსაფრთხოება და ეთიკა ციფრულ სივრცეში"
    • მოდული „ვირტუალური გაცვლითი პროექტის განხორციელების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა“
    • მოდული „ვირტუალური გაცვლითი პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა“.
    • პროექტის ფარგლებში ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას.
  4. საპილოტე პროგრამების  განხორციელება პარტნიორ უნივერსიტეტებში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა