MOVEx - ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის შემუშავება

სამუშაო ვიზიტი ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ვროცლავში, პოლონეთი

სურათი

2023 წლის 7-11 ნოემბერს ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორმა, MOVEx პროექტის მენეჯერმა დავით დევაძემ და ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ნინო დევაძემ „ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის განვითარება“ MOVEx პროგრამის I ტრენინგ სესიაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრა გაიმართა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ვროცლავში, პოლონეთი.

კონსორციუმის წევრებმა უკრაინიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, საქართველოსა და საბერძნეთიდან განიხილეს შემდეგი სამუშაო საკითხები და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება:

  • სტუდენტებისთვის ვირტუალური გაცვლითი პროგრამების შექმნა;
  • პროგრამებში განსხვავებების გათვალისწინება და მათი მორგება აკადემიური მიზნების მისაღწევად
  • Microcredential სისტემის გამოყენება MOVEx პროექტში
  • ვირტუალური მობილობისთვის საინფორმაციო სივრცის შექმნის კონცეფცია და პროექტის შემდგომი აქტივობებისთვის ამოცანების ჩამოყალიბება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა