2023 წლის 6-8 დეკემბერს ბსუ-ს წარმომადგენლები დავით დევაძე და ციცინო სარაჯიშვილი ერასმუს + MOVEx პროექტის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (TalTech), ესტონეთში.
მე-2 ტრენინგ სესიაზე TalTech-ის სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი საკითხები:
- TalTech-ის უნივერსიტეტის სტრუქტურა და ესტონეთის კვლევის საინფორმაციო სისტემა ETIS
- ონლაინ განათლების ამჟამინდელი მდგომარეობა ესტონეთში
- ელექტრონული ინსტრუმენტები სასწავლო გეგმის სრულყოფისთვის
- TalTech საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ცენტრი
- Web3-ის იურიდიული ასპექტები: Microcredential მაგალითი
დაიგეგმა სამომავლო პროექტის შემდგომი აქტივობებისთვის ამოცანები.
უკან |