2024 წლის 28 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვირტუალური გაცვლითი პროგრამების ოფისში გამართა საინფორმაციო შეხვედრა ზუსტი მეცნიერებების და განათლების ფაკულტეტის, კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პერსონალისა და სტუდენტებისათვის ერაზმუს + პროექტის „MOVEx“ შესახებ. პროექტი გულისხმობს ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის შემუშავებას.
შეხვედრას გაუძღვა პროექტის კოორდინატორი დავით დევაძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო პროექტის მნიშვნელობა და ყურადღება გაამახვილა პროექტის მიზანზე, რაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის უნივერისტეტებთან ვირტუალური გაცვლითი სასწავლო კურსების შექმნის შესაძლებლობების ითვალისწინებს. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტში დაგეგმილ ვირტუალურ გაცვლით პროგრამებს და ასევე პროექტის საკონსულტაციო ოფისის სამუშაო განრიგს, რომელიც მოემსახურება დაინტერესებულ პირებს.
უკან |