MOVEx - ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის შემუშავება

საკოორდინაციო შეხვედრა ვროცლავის უნივერსიტეტში

სურათი

2025 წლის 13-15 მაისს, ვროცლავის სიცოცხლის მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus+ MOVEx პროექტის პარტნიორების საკოორდინაციო შეხვედრა. შეხვედრას ბსუ-დან ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი პროფესორი დავით დევაძე და განმახორციერებელი ასისტენტ პროფესორი ნინო დევაძე.

შეხვედრის დროს, MOVEx პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს საპილოტე პროგრამის განხორციელებასთან და ვირტუალური გაცვლითი პროგრამების (VEP) სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. სამუშაო თემები მოიცავდა საპილოტე პროგრამის შედეგების შეფასებას, სტუდენტებისა და პერსონალისგან უკუკავშირის შეგროვების საკითხებს და ტექნიკური, მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული პრობლემების იდენტიფიცირებას.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმუშავეს პროგრამის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ციფრული ინსტრუმენტების განახლებაზე და 2025 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ვირტუალური გაცვლითი პროგრამების განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა