MOVEx - ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის შემუშავება

MOVEx - ვირტუალური გაცვლითი სასწავლო კურსები

ბსუ-ში ერაზმუს + პროექტის „MOVEx - ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის შემუშავება“ პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს   ვირტუალური გაცვლითი პროგრამების საკონსულტაციო ოფისი.

MOVEx პროექტი წარმოადგენს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო კონსორციუმის პარტნიორი უნივერსიტეტების ერთობლივ ინიციატივას, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის ინოვაციური სასწავლო შესაძლებლობების შექმნა.

ეს უნიკალური თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შეძენასა და ციფრული უნარების გაუმჯობესებას.

საერთო ჯამში, მომზადდა 8 თემატური პაკეტი, რომლებიც მოიცავს 2 კრედიტიან მიკრო-კურსებს. ეს კურსები სტუდენტებს საშუალებას აძლევს უფასოდ, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში და შეიძინონ კონკრეტული კომპეტენციები, რომლებიც მოთხოვნადია თანამედროვე შრომის ბაზარზე.

რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი? პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ უნარებთან, ინტეგრირებულია საერთაშირისო სტანდარტებთან, შექმნილია მულტიკულტურული გარემოსთვის. კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა  საერთაშორისო სერტიფიკატები.

კურსებზე რეგისტრაცია შეუძლია როგორს საბაკალავრო ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. სტუდენტების მიერ პარტნიორ უნივერსიტეტებში დისტანციურ ფორმატში ათვისებული კრედიტები ჩაეთვლებათ როგორც კურიკულუმის გარე აქტივობა და აისახება დიპლომის დანართში, დამატებითი ინფორმაციის ველში (სასწავლო კურსის დასახელება, მოცულობა კრედიტებში, შეფასება, განმახორციელებელი უნივერსიტეტი).

MOVEx პროექტის ფარგლებში შექმნილი VEP კურსები გაამდიდრებს ბსუ-ს საგანმანათლებლო შეთავაზებებს და კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის სტუდენტთა სასწავლო გამოცდილებას.

კურსების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

კურსებზე რეგისტრაციასთან ან დამატებითი ინფორმაციის მობრძანდით ბსუ-ს II კორპუსში, ოთახი #222. (ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 14:00  ან ეწვიეთ პროექტის გვერდს.

 

  MOVEx კურსები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა