27 ოქტომბერი 2025 წელი

2025 წლის 22-24 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით უმასპინძლა Erasmus+ პროგრამის პროექტის MOVEx – ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის შექმნა (2022–2025) დასკვნით შეხვედრას, რომელიც განხორციელდა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის კოორდინირებით და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად საქართველოდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან და უკრაინიდან.
სამი ინტენსიური და მრავალფეროვანი სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეებმა:
-
განიხილეს ვირტუალური გაცვლითი პროგრამებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები
-
ჩაატარეს პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ჰიბრიდულ რეჟიმში
-
იმუშავეს პროექტის საბოლოო შედეგებზე, მაჩვენებლებზე და მის ძირითად მიღწევებზე
-
კულტურული აქტივობის ფარგლებში ეწვივნენ გონიოს ციხესიმაგრეს და გაეცნენ საქართველოს ისტორიას
შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პროექტის პარტნიორებისა და მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა, რაც ხაზს უსვამდა მათი აქტიური მონაწილეობისა და მიღწეული შედეგების ოფიციალურ აღიარებას. აღნიშნული ღონისძიება ერთდროულად ხაზს უსვამდა როგორც სასწავლო პროცესში მიღწეულ წარმატებებს, ისე პროექტის პარტნიორობით შექმნილი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას მომავლისთვის.