
მიმდინარე წლის 14 ნოემბერს Zooom-ის პლატფორმაზე, ერასმუს+ „(MOVEx) ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა“ პროექტის ფარგლებში, გაიმართა პროექტის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში უკვე შესრულებული სამუშაოები და იმსჯელეს სამომავლოდ პროგრამის განხორციელების გზებზე. პრეზენტაციები წარადგინეს:
- ვიკა ქარდავამ (SSU)
- ნინო დევაძემ (BSU)
- დავით გეგეჭკორმა (ATSU)
ღონისძიების მიზანი იყო ადმინისტრაციული პერსონალისთვის პროექტის შედეგების შესახებ საერთო ხედვის შექმნა და ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, რათა ეფექტურად მოხდეს სტუდენტების (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების) ჩართვა ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში.
ამავდროულად, 15 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტში აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა ემყარებოდა MOVEX პროექტის ფარგლებში ვროცლავში, ტალინსა და ათენის უნივერსიტეტებში გამართული ტრენინგების გამოცდილებას და მიღებულ მეთოდოლოგიურ მასალების გაზიარება-გავრცელებას. შეხვედრის მიზანი იყო
უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობის როლის გაძლიერება ვირტუალურ გაცვლით პროგრამებში.
MOVEx პროექტის შესახებ:
პროექტი MOVEx ხორციელდებოდა (2023–2025) წლებში და ითვალისწინებს შემდეგ აქტივბებს:
- ევროპული გამოცდილების დანერგვას ვირტუალურ სწავლებაში
- საერთაშორისო აკადემიურ გაცვლებს უნივერსიტეტებს შორის
- უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას (ინტერნაციონალიზასიას)
- ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების განვითარებას
- ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას
პროექტს კოორდინაციას უწევს ვროცლავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი).
პროექტის კონსორციუმში ასევე შედიან:
- ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ესტონეთი)
- აროკოპიოს უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
- უკრაინისა წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები
| უკან |













