
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა „Erasmus+ MOVEx“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ვირტუალური გაცვლითი პროგრამების (VEP) წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება.
„MOVEx“ პროექტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმის ერთობლივი ინიციატივაა. მისი პრიორიტეტი სტუდენტებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში მომზადებული სასწავლო კურსები ორიენტირებულია სტუდენტთა პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და იმ სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებაზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე, გლობალური შრომის ბაზრისთვის.
ღონისძიების ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ 11 კურსდამთავრებულს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 6-კრედიტიანი მიკრო-სასწავლო კურსები.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები: ნინო დევაძე და მიხეილ დონაძე. კურსდამთავრებულებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ და პროექტის კოორდინატორმა დავით დევაძემ.
| უკან |















