მასტერკლასი „ადამიანური რესურების შერჩევა და მენეჯმენტი“

სურათი

პიარისა და მარკეტინგტული კომპანია„ჯეპრას“ საზაფხულო სკოლის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სპიკერმა და „სტუდია ღამის შოუს“ გენრალურმა მენეჯერმა დავით გოგიჩაიშვილმა მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: „ადამიანური რესურების შერჩევა და მენეჯმენტი“. ტრენერმა ბსუ-ს სტუდენტებსა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების რეკრუტირება, მენეჯმენტის თანამედროვე შეხედულებები და ტენდენციები გააცნო. 

მასტერკლასის დასრულების შემდეგ, შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და საჯარო სპიკერმა ახალგაზრდების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. მედია მენეჯმენტის მაგისტრი დავით გოგიჩაიშვილი ედმუნდ მასკის კურსდამთავრებულია და გავლილი აქვს Global Executive One MBA პროგრამა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა