სტუდენტებისთვის ინოვაციური სერვისი - პორტალი portal.bsu.edu.ge ამოქმედდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის იანვრიდან სტუდენტური  სერვისების ახალი პორტალი - portal.bsu.edu.ge ამოქმედდება. კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მერაბ დიასამიძემ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს სიახლე გააცნო. ინოვაციური სერვისი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ოპერატიულად მიიღონ ინფორმაცია არსებულ სტუდენტურ პროექტებზე, დასაქმებაზე, სტაჟირებაზე, ტრენინგებზე, სემინარებზე, კონფერენციებზე, სოციალურ პროგრამებსა და კულტურულ-სპორტულ აქტივობებზე. სტუდენტური პორტალის საშუალებით შეიქმნება ბსუ-ს სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა ბაზა, რომლის საშუალებით დამსაქმებელი მოკლე ვადაში დაუკავშირდება დასაქმების მსურველს და გაიზრდება დასაქმების შესაძლებლობები. ასევე  იმუშავებს ცხელი ხაზი და სტუდენტები მნიშნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი მერაბ დიასამიძე ეტაპობრივად ყველა ფაკულტეტის სტუდენტს შეხვდება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა