უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული პროექტები

სურათი

დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსი. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით,  კონკურსში გამარჯვება ათმა სამეცნიერო პროექტმა მოიპოვა. ბსუ-ს დაფინანსებით, 2018 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევარები 10 სამეცნიერო პროექტს განახორციელებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების; ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და აგრარულის; ეკონომიკისა და ბიზნესის; ჰუმანიტარული მეცნიერებების; სოციალური მეცნიერებებისა და ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით.

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება

სამეცნიერო პროექტი - „ტოპოლოგიურ სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა გეომეტრიული და ალგებრული ინვარიანტების შესახებ“ 
პროექტის  ხელმძღვანელი/მენეჯერი - ფიზიკა-მათემატიკისა  და  კომპიუტერულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  პროფესორი ვლადიმერ ბალაძე

სამეცნიერო პროექტი - „ზოგიერთი საკითხი ატმოსფეროს  დიაგნოსტიკის შესახებ სიგნალისა და
გარემოს დისპერსიულ მახასიათებლებს შორის კავშირის საფუძველზე“
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/მენეჯერი - ახალგაზრდა მკვლევარი, დოქტორი მირანდა ხაჯიშვილი;

 

ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და აგრარული მიმართულება

სამეცნიერო პროექტი - „გრუნტის მაღალწყლიან ზონებში მეხდაცვის ფიზიკური პროცესის გამოკვლევა“
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/მენეჯერი - ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი მაია ტუღუში

სამეცნიერო პროექტი - „სტევიას ფოთლების ექსტრაქტის ფუნგოციდური და ბაქტერიოციდული აქტივობის შესწავლა“
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/მენეჯერი - ახალგაზრდა მკვლევარი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვბნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი მაკა მურადაშვილი


ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულება

სამეცნიერო პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური-ეკონომიკური განვითარების სისტემური ტენდენციები: სტრატეგია, ინსტრუმენტარი, ეფექტიანობა“
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/მენეჯერი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი ვლადიმერ ღლონტი

 

ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება

სამეცნიერო პროექტი - „ისტორიისა და კულტურის ძეგლები მაჭახლის ხეობაში”
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/მენეჯერი - ნიკო ბერძენიშვილის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი როინ მალაყმაძე

სამეცნიერო პროექტი - „გოდერძის უღელტეხილის ისტორია და ეთნოარქეოლოგია“
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/მენეჯერი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ნუგზარ მგელაძე

 

სოციალური მეცნიერებების მიმართულება

სამეცნიერო პროექტი - „ბსუ-ს კურსდამამთავრებელ სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრებით კმაყოფილების ინდექსის კვლევა”

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/მენეჯერი - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი მურმან გორგოშაძე

 

ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულება

სამეცნიერო პროექტი - „აჭარაში გავრცელებულ ზოგიერთ ხეხილოვან მცენარეთა ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა და მათი პასპორტიზაცია“
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/მენეჯერი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი ალეკო კალანდია

სამეცნიერო პროექტი - „აჭარის    მოსახლეობის    მოკვდავობის    ცხრილის    აგება:    ისტორიული
მონაცემების სტატისტიკური შეფასება და მომავლის პროგნოზირება“
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი/მენეჯერი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი ასიე ცინცაძე


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა