ძვირფასო სტუდენტებო,
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესი დაიწყება 2021 წლის 15 მარტიდან დისტანციური ფორმატით, გარდა სამედიცინო (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი), სტომატოლოგიის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაციის, ქიმიის, ფიზიკის, არქიტექტურის და ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამებისა, რომლებზეც თეორიული ნაწილი (ლექციები) ჩატარდება დისტანციურად, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტი შესრულდება საუნივერსიტეტო სივრცეში და სამედიცინო ბაზებზე.
ეპიდვითარების რისკების მკვეთრად შემცირების შემთხვევაში, გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესი 2021 წლის 17 მაისიდან გაგრძელდება საუნივერსიტეტო სივრცეში, არადისტანციურ ფორმატში.
შუალედური გამოცდები ჩატარდება საუნივერსიტეტო სივრცეში (აუდიტორიებში და საგამოცდო ცენტრში) 2021 წლის 10 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით (ზუსტი დრო, სწავლების მე-9/მე-10 კვირა, შესაბამის საგანმანთლებლო პროგრამის სტუდენტებს ეცნობებათ დამატებით).
უკან |