საქართველოს პრეზიდენტი პროექტის "უკან მომავალში" მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

სურათი

საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის (GISM) ორგანიზებით საქართველოს პრეზიდენტი პროექტის "უკან მომავალში" მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: ანა ნიქაბაძე, მიხეილ ბენია და ლევან სოლომკო მონაწილეობნდნენ. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრისას საუბარი შეეხო პროექტის ინოვაციურობას, მის არსსა და კონცეფციას, ასევე სტრატეგიულ მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს.

პროექტი „უკან მომავალში“ სექტემბრიდან აიღებს სტარტს და მასში საქართველოს მასშტაბით არსებული 22 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან. ღონისძიება ინოვაციურია, რადგან პროექტის ფარგლებში განისაზღვრება გზა, ქვეყნის განვითარების არსებული დონიდან, ევროპის კავშირში გაწევრიანებისათვის დადგენილ კრიტერიუმებთან თავსებადობის დონემდე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა