DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა

სურათი

DAAD-ის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ფონდის წარმომადგენელმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე სასტიპენდიო პროგრამები, საზაფხულო სკოლები და საკონკურსო პირობები წარმოადგინა. გერმანიაში სწავლის მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ DAAD-ის შემდეგ პროგრამებში:

  • საზაფხულო კურსი გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში
  • სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულთათვის
  • სამაგისტრო სტიპენდია ეკონომისტებისთვის
  • სტიპენდია არქიტექტორებისთვის
  • ხანმოკლე კვლევითი სტიპენდია
  • ერთწლიანი კვლევითი სტიპენდია
  • კვლევითი სტიპენდია სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად
  • სადოქტორო სტიპენდია სენდვიჩ-მოდელი
  • კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვისა და მეცნიერებისთვის
  • განმეორებითი მოწვევა ყოფილი სტიპენდიატებისთვის
  • მეცნიერთა ორმხრივი გაცვლა
  • სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროში
 
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდზე: http://ic.daad.de/tbilissi/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა