„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“- ის პრეზენტაცია

სურათი

22 იანვარს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრმა ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად,  ახალი  სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტებმა  დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს საგრანტო კონკურსის პირობებსა და პროცედურებზე.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი სასტიპენდიო პროგრამა  „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ - ის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ საქართველოს ოცამდე მოქალაქის სწავლას საფრანგეთში,  საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ. პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები წარმოადგენენ.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას, საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე. სწავლის დასრულების შემდგომ, კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით განაგრძობენ მოღვაწეობას.

განაცხადების მიღება  მიმდინარეობს  11 იანვრიდან - 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

დაინტერესებულ პირებს საკონკურსო  პირობებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა