რეგიონული საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა

სურათი

დღეს, სასტუმრო ,,რადისონ ბლუში“ პროექტის ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში’’- ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის  მიზანია, რეგიონულ ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარება და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში და პრორექტორი სამეცნიერო დარგში ნათელა წიკლაშვილი. სემინარში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად,   სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლოეს პერიოდში აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის ამოქმედდება ინვიტრო ლაბორატორია და სასათბურე მეურნეობა.

ENPARD-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს - თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამნეტი, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთოვრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა