შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები

სურათი

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2016 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ოთხმა სამეცნიერო პროექტმა  მოიპოვა გამარჯვება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში. პროფესორ მამია ფაღავას ხელმძღვანელობით სამეცნიერო პროექტი „ტაო“ (ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა) განხორციელდება, პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის ხელმძღვანელობით - “მარადიდი“, პროფესორ შოთა მამულაძის ხელმძღვანელობით - „ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები)“, ხოლო  ასოცირებულ პროფესორ მაია ვანიძის ხელმძღვანელობით - „საქართველოში წარმოებული თაფლისა და ღვინის ქიმიური შედგენილობის შესწავლა მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით, ადგილმდებარეობის და სახეობრივი პასპოტიზაციის წესების დასადგენად“.

პროექტის „ტაოს“ მიზანია ისტორიული ქართული რეგიონის, ტაოს, ისტორიის, ეთნოლოგიის, მეტყველების, ონომასტიკისა და ფოლკლორის შესწავლა. საბოლოოდ მომზადება მონოგრაფიისა ,,ტაო“ (გამოკვლევა, ფოლკლორული, დიალექტოლოგიური და ეთნოლოგიური მასალებითა და ლექსიკონით).

წარმოდგენილი პროექტით გაგრძელდება ჭოროხის აუზის თურქული ნაწილის კვლევა, არსებითად, პროექტი ამ ფართომასშტაბიანი კვლევის მესამე საფეხური იქნება (პირველი და მეორე საფეხურები იყო შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული და წარმატებით განხირციელებული პროექტები - „შავშეთი“ - 2008-2010 წლები და „კლარჯეთი“ -  2013-2016 წლები); პროექტის დასრულების შემდეგ მომზადდება საფუძველი მეოთხე საფეხურისთვის, კერძოდ, ისტორიული სპერის კომპლექსური კვლევისათვის.

პროექტის „მარადიდის“ მიზანია გაყოფილი და ორი სახელმწიფოს ფარგლებში მოქცეული სოფლის მეტყველების, ფოლკლორის, კოლექტიურ მეხსიერებაში ასახული ყოფის დეტალების, ისტორიის, მატერიალური კულტურისა და ონომასტიკის მასალების მოძიება და მეცნიერული კვლევა. საბოლოოდ მომზადება მონოგრაფიისა ,,მარადიდი“.

პროექტი ითვალისწინებს კვლევით საქმიანობას არა მხოლოდ საკუთრივ სოფელ მარადიდის ქართულ და თურქულ ნაწილებში, არამედ თურქეთის შიდა რაიონების იმ სოფლებში, რომლებიც  მარადიდელ მუჰაჯირთა შთამომავლებითაა დასახლებული.

პროექტის „საქართველოში წარმოებული თაფლისა და ღვინის ქიმიური შედგენილობის შესწავლა მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით, ადგილმდებარეობის და სახეობრივი პასპორტიზაციის წესების დასადგენად“ მიზანია საქართველოში მოყვანილი ავტოქთონული და სამეურნეო დანიშნულების პერსპექტული ჯიშის ყურძნის, მისგან დამზადებული ღვინის და მოწეული თაფლის კლასიკური ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური, OIV-International Methods of Analysis of Wines and Musts რეკომენდირებული მეთოდებით (მათ შორის მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირების მეთოდის გამოყენებით) ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შესწავლით პროდუქციის პასპორტიზაციის  თეორიული და პრაქტიკული  საფუძველის შექმნა. სამეცნიერო პროექტი ასევე ითვალისწინებს  ადგილმდებარეობის მიხედვით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის (ღვინის) შერევისას ქიმიური შედგენილობის ცვლილებაზე გავლენის შესწავლას, თაფლის ქიმიურ შედგენილობაზე მცენარეული წარმომავლობის ფაქტორის დადგენას (HARMONISED METHODS OF THE INTERNATIONAL  HONEY COMMISSION რეკომენდირებული მეთოდებით), ნატურალური პროდუქტების სერტიფიცირება-პასპორტიზაციისათვის ახალი სტანდარტების პროექტების შემუშავებასა, ყურძენში, ღვინოსა და თაფლში შესწავლილი ბილოგიურად აქტიური ნაერთების  (ქრომატოგრაფირების მეთოდები) ნატურალობისა და აუტენტობის მარკერებად გამოყენება. პროექტის ფარგლებში მკვლევარები საქართველოში გავრცელებული ღვინისა და თაფლის ფალსიფიკაციის მეთოდების მოდელირებით შესაბამისი ფალსიფიცირებული პროდუქციის ქრომატოგრაფიული მახასიათებლებს შექმნიან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა