სამეცნიერო კონფერენცია „ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის XVI სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში’’. კონფერენციის ფარგლებში მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მოკლე ანგარიში და ექსპედიციის მასალების წარდგინება გაიმართა.

კვლევითი პროექტის ფარგლებში, კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიცია განხორციელდა თურქეთის შავი ზღვის რეგიონის ამასიის, სამსუნის, ორდუს და ართვინის პროვინციებში. ექსპედიციის ფარგლებში  ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევრებმა მაჭახლელი მუჰაჯირების შთამომავლების ყოფისა და კულტურის მემკვიდრეობა, მათი ისტორიის, თანამედროვეობის, თვითშემეცნების პრობლემათა კვლევა განახორციელეს.  საველე სამუშაოებში მკვლევრებთან ერთად მაგისტრანტები და დოქტორანტები იყვნენ ჩართულები.

პროექტი დასრულდა კოლექტიური მონოგრაფიით, რომელიც ახლო მომავალში   გამოიცემა. 
აღსანიშნავია, რომ ქართველოლოგის ცენტრის სამეცნიერო ექსპედიცია თურქეთში პირველად განხორციელდა შიდა სამეცნიერო გრანტის ფარგლებში. 2016 წელს, ბსუ-ს ბიუჯეტიდან,  სამეცნიერო კვლევებისათვის ს  80 ათასი ლარი გამოიყო და კონკურსის წესით 2 პროექტი დაფინანსდა. 2017 წელს კი გრანტის მოცულობა გაორმაგდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა