ვორქშოპი „კულტურა და საზოგადოება“ გრძელდება

სურათი

19-22 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „მედია და კულტურის მეცნიერების მიმართულების განვითარების“ ფარგლებში, ქართველი, გერმანელი პროფესორების მონაწილეობით, მედიის, ადამიანის უფლებებისა და  კულტურის  საკითხებზე სემინარები და დისკუსიები მიმდინარეობს.

სემინარის მონაწილეებს მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გეორგ ლომანი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი თეო კობუში, გიორგი მაისურაძე, მამუკა ბერიაშვილი და თამარ ცოფურაშვილი მსმენელებს ისეთ აქტუალურ თემებს წარუდგენენ, როგორიცაა: კულტურა და საზოგადოება, კულტურის თეორია, რელიგიურობა და კულტურული სამყარო, თანამედროვე ხელოვნება და მისი მედია, ადამიანის უფლებები და კულტურა, ადამიანის უფლებები, განათლება და განვითარება, ისტორია როგორც კულტურის ფენომენი ჰეგელის ფილოსოფიის მიხედვით.

სემინარის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართება თემაზე: ადამიანის ძირითადი უფლებები როგორც კულტურის ფენომენი ჰეგელის ფილოსოფიის მიხედვით.

პროექტი „მედია და კულტურის მეცნიერების მიმართულების განვითარება“ პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ბსუ-ში მედიისა და კულტურის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მომზადებას, შესაბამისი კურიკულუმების ჩამოყალიბება-განვითარებას, მედიისა და კულტურის მეცნიერების საბაზისო ლიტერატურის, სახელმძღვანელოების, გზამკვლევის თარგმნასა  და სატელევიზიო სტუდიის ამოქმედებას.

მიმართულების ევროპული სტანდარტებით ჩამოყალიბებისათვის დაგეგმილია შესაბამის უცხოურ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობა როგორც საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე საზაფხულო სკოლების, სემინარებისა და ვორქშოფების ფარგლებში.

იხილეთ პროგრამა 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა