წარმატებული და აქტიური სტუდენტების დაჯილდოება

სურათი

სასტუმრო „ეიფორიაში“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საახალწლო წვეულება გაიმართა. წარმატებული და აქტიური სტუდენტები ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ უნივერსიტეტის შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის პოპულარიზაციისათვის და მხარდაჭერისათვის ასევე  ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციები დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონია საახალწლო კონცერტით დასრულდა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ უნივერსიტეტის ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი „ბსუ“, მომღერალი გიორგი ნაკაშიძე და ჯგუფი „პლატინა“.

ღონისძიება ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა