ბსუ-ს 16 სტუდენტი ერასმუს + ფარგლებში სასწავლებლად ევროპაში მიემგზავრება

სურათი

ბსუ-ს 16 სტუდენტი   ერასმუს+  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ერთ სემესტრს იტალიის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლიტვის და პოლონეთის   უნივერსიტეტებში გაივლიან.

გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში შეხვდა, კონკურში გამარჯვება მიულოცა და პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცა.

ევროკომისიის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად  სტუდენტებმა  შესარჩევი კონკურსი 3 ეტაპად გაირეს, რომელიც  ინგლისური ენის ტესტირებას, აკადემიურ მოსწებასა და გასაუბრებას მოიცავდა. 

2016-2018 სასწავლო წლებისთვის, ბსუ-მ  22 ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სასწავლო გრანტი მოიპოვა. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება მიენიჭა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და  დოქტორანტურის სტუდენტებს.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა