„გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2017“

სურათი

დღეს, სასტუმრო ,,შერატონში“ ა(ა)იპ ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულების განმტკიცებისთვის“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ,,გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2017“ გაიხსნა. ახალგაზრდული ფორუმი უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა გახსნა,  დელეგატებს მიესალმა და გაეროში ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფორუმში რეგიონის 500-მდე მოსწავლე და სტუდენტი მონაწილეობს. ასამბლეის მიზანია ახალგაზრდების როლის გაზრდა გლობალური მიზნების განხორციელებაში და იმ ძირითად გამოწვევაზე მსჯელობა, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო: განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა.

პროექტის ფარგლებში 25-27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება სესიები, დისკუსიები და შედგება ოფიციალური შეხვედრები აჭარის ა.რ სამთავრობო სტრუქტურებსა და დიპლომატიურ ორგანიზაციებში. გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ასამბლეის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა