განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების წარდგენა

სურათი

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ცენტრის აკადემიური პროგრამების და საერთაშორისო პროექტების სამსახურის უფროსმა ნინო სულავამ სტუდენტებს პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები გააცნო. 2018-2019 სასწავლო წლისათვის განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებს, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებს და საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემდეგ ვებგვერდზე: http://htt://isec.gov.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა