საფუძველი ჩაეყარა უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობას

სურათი

საზეიმოდ ჩაეყარა საფუძველი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მშენებლობის სერტიფიკატს მოაწერეს ხელი. მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტს წარმატებები უსურვა და საჩუქრად შოთა რუსთაველის ისტორიული ბარელიეფი გადასცა.

ბსუ-ს თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსის მშენებლობა ბათუმში, ლეონიძის ქ. N15-ში დაიწყო. მშენებლობისთვის ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან ორი მილიონ ექვსას სამოცი ათას ხუთას ორმოცდასამი ლარია გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებულია შშმ პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება   ლიფტი. შენობაში დაცულია უსაფრთხოების ნორმები და იგი 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.

მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საძირკვლის ჩაყრის ცერემონიის დასრულების შემდეგ  სტუდენტთა მშენებარე საცხოვრებელი დაათვალიერა. 200 მობინადრეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა