სამეცნიერო კონფერენცია „მუჰაჯირები“გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია „მუჰაჯირები“ გაიხსნა. ორდღიანი სამეცნიერო სესია „საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა დასახლებებისა და ყოფის კვლევის“ პროგრამის ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს ცენტრის მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგების გაცნობას. განხილული იქნება მე-19 საუკუნეში სამხრეთ საქართველოდან თურქეთის შიდა პროვინციებში გადასახლებული ქართველების (მუჰაჯირების) ისტორია და მათ შთამომავალთა თანამედროვე ყოფა. ასევე შედგება ნიკო მარის წიგნის "შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურების" ქართული თარგმანის წარდგინება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობენ როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის სამეცნიერო ცენტრის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა