ბსუ-ს „სტუდენტური პროექტების“ კონკურსი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  „სტუდენტური პროექტების“ კონკურსს. კონკურსის მიზანია აქტიური სტუდენტური ცხოვრების წახალისება, ხელშეწყობა და სტუდენტებში პროფესიული-კვლევითი უნარ-ჩვევების ამაღლება. სტუდენტური პროექტი შეიძლება იყოს ორი სახის - სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, ხოლო საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტის ბიუჯეტი - 5000 ლარს.

პროექტების განხილვის პროცედურა და თარიღები:

„საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტები“

პროექტის განაცხადის ელექტრონულად მიღება: 2018 წლის 1-30 მაისი;

საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება: 2018 წლის 1-10 ივნისი;

შედეგების გამოცხადება:  2018 წლის 10-11 ივნისი;

გამარჯვებული პროექტის განხორციელება: 2018 წლის 18 ივნისი - 30 სექტემბერი.

 

„სამეცნიერო-კვლევითი სახის პროექტები“

პროექტის განაცხადის ელექტრონულად მიღება: 2018 წლის 3 სექტემბრიდან - 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით;

საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება: 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;
შედეგების გამოცხადება: 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით;
გამარჯვებული პროექტის განხორციელება: 2019 წლის 1 იანვარი -  30 ივნისი


რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს:  http://portal.bsu.edu.ge

კარიერული ოფისი -  საუნივერსიტეტო პროექტები - ბსუ-ს „სტუდენტური პროექტების“ კონკურსი

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა