![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_10127_1_s.jpg)
ევროპის დღეების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა. მეთერთმეტე კლასელებს რექტორი მერაბ ხალვაში შეხვდა და უნივერსიტეტის ისტორია, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. ბსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა მოსწავლეებს ლექცია წაუკითხეს თემაზე: „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები ასევე გაეცნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კაბინეტ-ლაბორატორიებს, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბს და საუნივერსიტეტო ცხოვრებას. ღონისძიების დასასრულს ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |