შეხვედრა თურქეთის 19 მაისის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებთან

სურათი

თურქეთის 19 მაისის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ედიშერ ჩავლეიშვილი, განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინა ქორიძე და სამედიცინო მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის კვლევითი საავადმყოფოს მთავარმა ქირურგმა, პროფესორმა მუსტაფა ბექირ სელჩუქიმ, მედიცინის ინგლისურენოვანი ფაკულტეტის კოორდინატომა, პროფესორმა ბუნიამინ საჰინმა, სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასისტენტ პროფესორმა ომერ ტომპუსმა და ასისტენტ პროფესორ სელაჰატინ ოზიურთიმ ქართველ კოლეგებთან ერთად ერთობლივი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებასა და საზაფხულო სკოლის ჩატარების პირობებზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე ქართველი და თურქი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა