პროექტის „უნივერსიტეტი - სკოლისთვის“ ფარგლებში სკოლა-ლიცეუმის „მასტერ-კლასის“ მოსწავლეები ბსუ-ს ეწვივნენ

სურათი

ბსუ-ს პროექტის „უნივერსიტეტი - სკოლისთვის“ ეგიდით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ირმა ბაგრატიონმა სკოლა-ლიცეუმის „მასტერ-კლასის“ მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა  თემაზე: „რა არის ეთიკა? რა არის ეტიკეტი?“. მომხსენებელმა განიხილა ეთიკისა და ეტიკეტის, როგორც სპეციფიკური ცოდნის, დარგების არსობრივი თავისებურებანი, მათი ურთიერთმიმართების საკითხები და აქტუალურ შე-კ¬ი¬თხვებს უპასუხა. პროექტის ფარგლებში  ახალგაზრდები გაეცნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და კაბინეტ-ლაბორატორიებს. ღონისძიების დასასრულს, სკოლა-ლიცეუმის „მასტერ-კლასის“ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა