სტაჟირების კონკურსი სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე

საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს სტაჟირების კონკურსს სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმის იუსტიციის სახლში. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით.  საწყის ეტაპზე სტაჟირების პირველი 3 თვე არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ვადის 3 თვით გაგრძელების შემთხვევაში, სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი (ანაზღაურება შეადგენს დარიცხულ 200 ლარს).



კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები:

  • კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
  • ქართულისა (C1) შესაბამის დონზე ცოდნა;
  • ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (იგულისხმება, მინიმუმ ორი საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა);
  • სამოტივაციო წერილის ველის შევსება;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50048?active=1


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა