ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა  სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფაკულტეტის 155 სტუდენტი სამეცნიერო მოხსენებებს თვრამეტი სექციის მიმართულებით წარმოადგენს. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ სამეცნიერო მოხსენებებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შეაფასებენ. სტუდენტებს სესიაში მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცემათ, ხოლო თითოეული სექციის სამ საუკეთესო მონაწილეს - ფულადი ჯილდო. ასევე ყველა მიმართულების პირველ ადგილზე გასულს 1000 ლარის ოდენობით დაუფინანსდება საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა.

გამარჯვებულებს ჟიური 7 ივნისს, 15:00 საათზე გამოავლენს.

კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია კრებულის გამოცემა, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა