გიორგი აბაშიშვილი ბსუ-ს პროფესორების კვლევის შედეგებს გაეცნო

სურათი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს და ბსუ-ს პროფესორებს, პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული  პროექტის მონაწილეებს ალეკო კალანდიასა და მაია ვანიძეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი აბაშიშვილი პროექტის აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი ტრადიციული კერძებისა და მათი ინგრედიენტების ქიმიური კვლევა ანალიზის თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდებით“ განხორციელებული კვლევის პირველი ეტაპის შედეგებს გაეცნო.

პროექტის მიზანია აჭარული სამზარეულოს ტრადიციული კერძების  მეცნიერული კვლევა, კერძების ლაბორატორიული ანალიზი, მათი ენერგეტიკული ღირებულების, ფიზიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებებისა და მათი ანტიოქსიდანტური აქტიობის დადგენა. აჭარული სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასა და კვების ობიექტების მენეჯმენტში, ასევე ვიზიტორებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა