2013 წლის ახალგაზრდული პროგრამების წარდგინება

სურათი

აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ ნაგერვაძემ და ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ნინო კახიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს 2013 წლის ახალგაზრდული პროგრამები წარუდგინეს. სტუდენტებს მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნეს და პროგრამებში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის ატაშე საქართველოში ალბერტ შიდო ესწრებოდა. წარდგინება არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესის" ორგანიზებით პროექტ "ჩვენ - თვითმმართველობას" ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა