უნივერსიტეტში ბულგარეთის ეთნოგრაფიული გამოფენა გაიხსნა

სურათი

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნოგრაფიული გამოფენა მოაწყო. ღონისძიება ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვმა გახსნა და საზოგადოებას ბულგარეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის შედეგები წარუდგინა. ეთნოგრაფიულ გამოფენაზე წარმოდგენილია ბულგარული ეროვნული ტანისამოსისა და ცეცხლის რიტუალის ამსახველი ალექსანდრე მიხაილოვის 25 ფოტო. ექსპოზიცია ბულგარელი ხალხის ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს ეძღვნება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

გამოფენის გახსნის ცერემონია ბსუ-ს ფოლკლორულმა ანსამბლმა „თირინმა“ და ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულმა ვაჟთა ანსამბლმა ქართული და ბულგარული სიმღერების შესრულებით დაასრულეს. 

ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდა, ხოლო 2018 წელს პირველად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ეთნოგრაფიული გამოფენა 28 ივნისს დასრულდება.

ქვეყნის მასშტაბით, საელჩოს ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ინიციატივის მიზანია, უფრო ვრცლად გაიცნონ პარტნიორმა ქვეყნებმა ბულგარეთის კულტურა, ისტორია და ტრადიცია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა