„საქართველოს უძველესი მეტალოგენური კერა (აჭარა) - უძველესი აღმოჩენები, კონტაქტები აღმოსავლურ ცივილიზაციებთან, ნოვაციები, პერსპექტივები“

სურათი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს უძველესი მეტალოგენური კერა (აჭარა) - უძველესი აღმოჩენები, კონტაქტები აღმოსავლურ ცივილიზაციებთან, ნოვაციები, პერსპექტივები“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართველი და უცხოელი  მეცნიერები ოთხი დღის განმავლობაში სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენენ ბოლო პერიოდში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და სამეცნიერო კვლევების შედეგებზე. საერთაშორისო სესია ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის მუზეუმის, აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა