პროფესორ თინა შიოშვილს ბსუ-ს საპატიო ჯილდო - შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადაეცა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პროფესორ თინა შიოშვილს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და  ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ბსუ-ს საპატიო ჯილდო მიენიჭა. აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ღვაწლმოსილ პროფესორს საიუბილეო თარიღი მიულოცა და შოთა რუსთაველის სახელობის მედლით დააჯილდოვა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა