ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლოზ მესხიძემ საჯარო ლექციების ციკლი წაიკითხა

სურათი

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლოზ მესხიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი წაიკითხა თემაზე: „კლიმატის ცვლილებების მეცნიერული საფუძვლები: მოდელების და სატელიტური მონაცემების გამოყენება სამხრეთ კავკასიის შავი ზღვის აუზის რეგიონში“. სამი დღის განმავლობაში მომხსენებელმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებსა ისეთი აქტუალური საკითხები გააცნო, როგორიცაა: გლობალური კლიმატის ცვლილება (მისი მიზეზებისა და შედეგების თანამედროვე გაგება); თანამედროვე რეგიონალური და გლობალური მოდელები (ზოგადი მომოხილვა); რეგიონალური მოდელი Reg-CM; სატელიტური მონაცემები ატმოსფეროს შემადგენელ გაზებზე, აეროზოლებზე, ღრუბლებზე, ნალექიანობაზე, ზღვებისა და ოკეანეების ტემპერატურაზე, ფიტოპლანკტონების სიუხვეზე და მათი უფასოდ მოპოვების და დამუშავების შესაძლებლობები; 

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა გლობალური მოდელების შედეგებსა და მათი უფასოდ მოპოვების და დამუშავების შესაძლებლობებზე; ოკეანეებისა და ზღვების ეფექტი ატმოსფეროს აეროზოლების რაოდენობასა და ქიმიურ შედგენილობაზე; აეროზოლებისა და ღრუბლის კონდენსაციის ბირთვების გამზომი ხელსაწყოებზე; დედამიწის ბიოგეოქიმიური ციკლებსა და საქართველოში დადამიწის შემსწავლელი მეცნიერების პერსპექტიულ მიმართულებებზე.

ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის  ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა