პროფესორ იური ბოშიცკის ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სურათი

უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სამართლის უნივერსიტეტის პროფესორს, ინფორმაციული განათლების მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრს, მშვიდობის ელჩს იური ბოშიცკის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. პროფესორმა იური ბოშიცკიმ ხელი შეუწყო კიევის ერთადერთი სამართლის უნივერსიტეტის განვითარებას. მისი ძირითადი სამეცნიერო მოღვაწეობა დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თეორიული საფუძვლების გამოკვლევასა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების  სამართლის სკოლის შექმნასთან.

პროფესორი იური ბოშიცკი არის 350-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორისაა: 3 პერსონალური მონოგრაფია, 20-ზე მეტი ერთობლივი მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო, 230-ზე მეტი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია. უკრაინელი მეცნიერი თანაავტორია იურიდიული ენციკლოპედიის ექვსტომეულის, იურიდიული ენციკლოპედიის ლექსიკონის, ხოლო სამოქალაქო სამართლის ენციკლოპედიის და სამართლის სხვადასხვა მიმართულებაში - კიევის სამართლის უნივერსიტეტის 10 ენციკლოპედიის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა 24-მა ასპირანტმა და დოქტორანტმა.

პროფესორი იური ბოშეცკი მონაწილეობდა უკრაინის სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში, არის თანაავტორი უკრაინის კანონპროექტისა სამეცნიერო აღმოჩენის სამართლებრივი დაცვის შესახებ და იმ ჯგუფის წევრი, რომელიც მუშაობდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე. 

უკრაინელი მეცნიერი არაერთი მაღალრეიტინგული ჟურნალის მთავარი რედაქტორი და რედაქტორის მოადგილეა, რომლებიც გამოდის უკრაინაში, რუმინეთში, სლოვაკეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყანაში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა