მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს მაგისტრატურის მიმღებ კომისიაში, 2018 წლის 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, მე-3 კორპუსი, ოთახი №402.

მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (შედგენილი დანართი № 2-ის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ)  ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიმღები კონკურსანტის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

დ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (სტანდარტული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, ხოლო 2018 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12, ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაში) შემდეგი განრიგით:

მისაღები გამოცდა უცხო ენაში - 2018 წლის 12 სექტემბერი (დაწყების დრო:  I ცვლა - 10:00 საათი,  II ცვლა - 14:00 საათი;  III ცვლა- 17:00 საათი);

გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 13 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებების  მიიღება (ბსუ-ს კანცელარიაში)- 2018 წლის 14 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა 2018 წლის 17 სექტემბერს.

მისაღები გამოცდა სპეციალობაში - 2018 წლის 20 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 10:00 საათი,  II ცვლა - 14:00 საათი;  III ცვლა- 17:00 საათი):

გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2018  წლის 21 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებები  მიიღება (ბსუ-ს კანცელარიაში) 2018  წლის 24 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა 2018 წლის 25 სექტემბერს;

გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 25 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდსა და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

გამოცდებზე დასასწრებად კანდიდატმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი (დაგვიანებული კონკურსანტი გამოცდაზე არ დაიშვება).

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების  დოკუმენტის საფუძველზე გაფორმდეს ხელშეკრულებები და მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაცია გავლილი იქნეს (სწავლის საფასურის არანაკლებ 800 ლარი გადახდილ იქნეს) 2018 წლის 26, 27, 28 სექტემბრის 15 საათამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995(422) 29 27 03; +995 (577) 14-10-70

ელ. ფოსტა:i.qerqadze@bsu.edu.ge


რექტორის ბრძანება №01-08/115, 7 სექტემბერი 2018 წელი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2018 წლის 11 ივლისის N 01-08/83 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ


  დანართი 1
  დანართი 2
  გამოცდის ტესტების ნიმუშები (არასპეციალობა) - გერმანული ენა
  გამოცდის ტესტების ნიმუშები (არასპეციალობა) - ინგლისური ენა
  გამოცდის ტესტების ნიმუშები (არასპეციალობა) - რუსული ენა
  გამოცდის ტესტების ნიმუშები (არასპეციალობა) - ფრანგული ენა
  გამოცდის ტესტების ნიმუშები (სპეციალობა) - ინგლისური ენა
  გამოცდის ტესტების ნიმუშები (სპეციალობა) - გერმანული ენა
  გამოცდის ტესტების ნიმუშები (სპეციალობა) - ფრანგული ენა
  გამოცდის ტესტების ნიმუშები (სპეციალობა) - რუსული ენა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა