დაიწყო გარე მობილობის პროცესი!

სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის  წესით  ჩარიცხვის მსურველი  სტუდენტი   ვალდებულია  განათლების  ხარისხის  განვითარების ეროვნული  ცენტრის  ელექტრონულ  პორტალზე  (www.students. eqe.ge) გაიაროს  რეგისტრაცია  2018 წლის  25 ივლისიდან 16 აგვისტოს  ჩათვლით.

სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბსუ–ში გადმოსვლის მსურველებმა  2018 წლის 22, 23, 24, 27 აგვისტოს  ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი; 

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწ­მე­ბული ასლი;

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2018  წლის 3, 4, 5 სექტემბრის  ჩათვლით;

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია)

ტელ.: 577445400

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა