ბსუ-ში საზაფულო სკოლა - „საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე და მისი პრიორიტეტები“ გაიხსნა

სურათი

ბსუ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით  სამდღიანი ლექციათა ციკლი დაიწყო თემაზე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე და მისი პრიორიტეტები“. საზაფხულო სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და დიპლომატებმა - მიხეილ უკლებამ და კონსტანტინე ჟღენტმა გახსნეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრები და ელჩები: მიხეილ უკლება, კონსტანტინე ჟღენტი, მამუკა ციხელაშვილი, ნიკოლოზ რთველიაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი არჩილ ყარაულაშვილი სტუდენტებისთვის ლექციებს წაიკითხავენ დიპლომატიის აქტუალურ საკითხებზე. 

საჯარო ლექციებზე განხილული იქნება შემდეგი თემები: „თანამედროვე ქართული დიპლომატიის ისტორია (როგორ ყალიბდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური სამსახური, როგორ მყარდებოდა და ვითარდებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები)“, „საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის პრაქტიკულ ასპექტები“, „საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროატლანტიკურ სივრცეში: ევროკავშირი, ნატო“, „საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები  გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების ასპექტში“ და „საქართველო-თურქეთის ურთიერთობები“.

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა